სიგარეტის წევა _21-ე საუკუნის კიდევ ერთი ”ეპიდემია”. ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით გახშირდა სიგარეტის წევა არა მარტო მოზრდილ თაობებში არამედ თინეიჯერებშიც. ქუჩები სავსეა ისეთი ბავშვებით, ვისაც ხელში სიგარეტი და ლუდის ბოთლები უკავიათ. ამას უკვე ”მაგარ ბიჭობის” ეპიდემია ჰქვია. ცოტა ხნის წინ დავინტერესდი, თუ როგორია ჩემს გარშემო მწეველთა სტატისტიკური მონაცემები. შეძლებისდაგვარად ჩავატარე გამოკითხვა, ჩემი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღმოჩნდა, რომ ყოველი მეორე ადამიანი მწეველია, ხოლო დანარჩენი პასიური მწეველები. მოგეხსენებათ პასიური მწეველების ფილტვები უფრო დიდ საფრთხეშია, ვიდრე ჩვეულებრივი მწეველისა. ბოლო დროის გამოკვლევებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიგარეტის ერთი შესუნთქვა 7 წუთით ამოკლებს ადამიანის სიცოცხლეს. გარდა ამისა, კიდევ ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს სუპერმარკეტების ფაქტორი. თითქმის ყველა მაღაძიაში გამოკრულია ფლაერი სლოგანით: ”18 წლამდე მოზარდებზე სიგარეტს არ ვყიდით”. მაგრამ საკმარისია გამოჩნდეს კლიენტი და ეს სიტყვებიც ფასს კარგავს.
This slideshow requires JavaScript.
ამ ყველაფერზე კარგად, რომ დავფიქრდი, მივხვდი რამხელა საფრთხის წინაშე დგას მთელი კაცობრიობა. დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანთა უმრავლესობ, რომლებიც ეწევიან, კარგად აქვთ გააზრებული მოსალოდნელი საფრთხე. თუმცაღა ძნელია თავი დააღწიო ამ მავნე ჩვევას. ზოგი ამას მეცნიერების მიერ გამოგონილი აბებით ცდილობს, ზოგიც ხსნას ეკლესიაში ეძიებს, თუმცა საჭიროა უფრო გლობალური ”რეფორმების გატარება”.
ვაპირებ, ჩავატარო პრეზენტაცია ჩემს სკოლაში სიგარეტის წევასთან დაკავშირებით. მართალია ჩემი ეს ქმედება არც გლობალურია და არც ასობით ადამიანის ცხოვრებას შეცვლის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი აქტიურად ჩაერთვება ამ პრეზენტაციაში და უკეთესად გაათვიცნობიერებს დღევანდელ პრობლემას. მინდა ყველას დავანახო, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს უნარი შეცვალოს ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ და რაღათქმაუნდა იმოქმედოს ჯანმრთელობისათვის
Like this:
Be the first to like this post.